Saturday, February 8, 2014

ტრენინგის პირველი- მეორე დღე
ტრენინგის პირველი დღე ძალზედ საინტერესო იყო. გავეცანი სიახლეებს  პროექტის სწავლებაზე, ელექტრონული სახელმძღვანელოთი სარგებლობაზე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. შევქმენით საქაღალდეები, რომელშიც უნდა ჩავალაგოთ ჩვენ მიერ შექმნილი რესურსები, განვიხილეთ მზა გეგმები,სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი. დავათვალიერეთ გამოცემის ნიმუშები, ვისაუბრეთ მესამე კლასის სტანდარტების შესახებ. გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი. ჩვენი ტრენერი დიანა მიქაძე არის სასიამოვნოდ მოსაუბრე, გვიხსნის გასაგებად. იმედი მაქვს,რომ მომდევნო დღეებიც ასევე საინტერესო და პროდუქტიული იქნება.



3 comments:

  1. ტრენინგზე ერთად თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნოა.

    ReplyDelete
  2. გისურვებთ წარმატებებს

    ReplyDelete
  3. მაია, ძალიან მომეწონა შენი ბუკლეტი. მეც გამიჩნდა სურვილი, ვიყო შენი პროექტის მონაწილე. გისურვებ წარმატებას,ჩემო კარგო!

    ReplyDelete