Saturday, February 8, 2014

ტრენინგის  მერვე დღე
დასასრულს უახლოვდება ჩვენი სატრენინგო დღეები, საქმეში ჩაფლულები ვერც კი ვიგებთ , ისე გარბის დრო. დღეს გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, კითხვებს მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისთვის.
განვიხილეთ როგორ შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები, ვისაუბრეთ წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებაზე, რეფლექსიაზე. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.  
ტრენინგის მეშვიდე დღე
პედაგოგები გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, უკუკავშირის გამოყენებას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად და მოსწავლეთა ჩართვას შეფასების პროცესში. ვიმსჯელეთ შეფასების ფორმების შედგენაზე, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვაზე. ვისაუბრეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებასა და მათში თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე, მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით მასალების მომზადებაზე. მიმოვიხილეთ გარდნერის ,, მრავალმხრივი ინტელექტის თეორია'' და მისი პრაქტიკაში გამოყენება.


ტრენინგის მეექვსე დღე
განვიხილეთ მე-4 მოდულის საკითხები: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების დაგეგმვა, შეფასება, მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი, სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა, რეფლექსია მოსწავლის ნაშრომზე. საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა დღემ.
ტრენინგის მეხუთე დღე
გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამა, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.გავეცანით მე-3 მოდულს, სადაც განვიხილეთ კავშირები., საავტორო უფლებები, უკუკავშირი.ვისაუბრეთ სოციალურ ქსელებზე, მათ მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია.


ტრენინგის მეოთხე დღე
ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებზე. გავეცანით ჩვენს ელექტრონელ წიგნში განმავითარებელ  და განმსაზღვრელ შეფასებებს, ვიმსჯელეთ. შაბლონში ჩავწერეთ შეფასების გეგმა. ვისაუბრეთ მოსწავლის წინარე ცოდნის დადგენაზე. შევქმენით საკუთარი პროექტისთვის შეფასების ფორმა, ვისწავლეთ ცხრილის შექმნა ვორდში, დავათვალიერეთ და განვიხილეთ პრეზენტაციის ნიმუშები. დავიწყეთ ჩვენი პრეზენტაციის მონახაზის შექმნა.
ტრენინგის მესამე დღე
ვიმუშავეთ ვორდში, გავიხსენეთ ვორდში  მუშაობის უნარ- ჩვევები. ვისწავლეთ მაკრატლის გამოყენება, სურათის ატვირთვა ბლოგზე, დავასრულეთ ჩვენი ბუკლეტი და ავტვირთეთ ბლოგზე . განვიხილეთ პროექტის თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები.

ტრენინგის პირველი- მეორე დღე
ტრენინგის პირველი დღე ძალზედ საინტერესო იყო. გავეცანი სიახლეებს  პროექტის სწავლებაზე, ელექტრონული სახელმძღვანელოთი სარგებლობაზე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. შევქმენით საქაღალდეები, რომელშიც უნდა ჩავალაგოთ ჩვენ მიერ შექმნილი რესურსები, განვიხილეთ მზა გეგმები,სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი. დავათვალიერეთ გამოცემის ნიმუშები, ვისაუბრეთ მესამე კლასის სტანდარტების შესახებ. გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი. ჩვენი ტრენერი დიანა მიქაძე არის სასიამოვნოდ მოსაუბრე, გვიხსნის გასაგებად. იმედი მაქვს,რომ მომდევნო დღეებიც ასევე საინტერესო და პროდუქტიული იქნება.